ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელია იტალიური პრესის (და არა მარტო) საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალლე თამაშს წარსულში ცნობილი ბევრი ვარსკვლავი გამოეხმაურა. მათ შორისაა იტალის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯანფრანკო ძოლა.
იტალიის ჩემპიონატში, „ატალანტას კარში გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, ქომაგები და ჟურნალილსტები ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის გადაცემაზე ალაპარაკდნენ, რომელიც, როგორც ცნობილია, მარადონას საპატივცემულოდ, „ნაპოლიში“ გაუქმებულია.
ძოლასაც ჰკითხეს, რამდენად გამართლებული იქნებოდა ხვიჩასთვის ამ მაისურის გადაცემა: „ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია. დიეგო რომ ცოცხალი იყოს, ეს კითხვა მისთვის უნდა დაგვესვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ის კვარახელიასთვის თავისი 10-ნომრიანი მაისურის გადაცემას მხარს დაუჭერდა. ვინაიდან მარადონა დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, ამ თემაზე საუბარი რთულია“, – თქვა ძოლამ ჩვენს იტალიელ კოლეგებთან საუბრისას.