Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli in action with Aurelio Buta and Djibril Sow of Eintracht Frankfurt during the UEFA Champions League round of 16...ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში „ნაპოლიმ” „აინტრახტს” 3:0 მოუგო და ორი შეხვედრის ჯამში 5:0 სძლია მოწინააღმდეგეს. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სხვადასხვა გამოცემამ ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერა. ჩვენთვის საინტერესო იყო ვინ როგორ აღიქვა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, თუმცა ყველას ცხადია ვერ მოვიცავდით და ამიტომ სამი პორტალის მოსაზრებას გთავაზობთ.

calcionapoli24 – 6

ის ამაღელვებელი იყო, ქმნიდა ხიფათს, ბურთს იშვიათად კარგავდა, მაგრამ ბოლოს მეკარე ეღობებოდა წინ. პირველი მომენტი უჩვეულო უზუსტო დარტყმით გაანიავა, შემდეგ თავად გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ტრაპმა ახლო ძელი ჩაუკეტა. მესამედ ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია ჰქონდა, ოღონდ ბურთი მეკარეს გაარტყა, რომელმაც ბოლოს კიდევ ერთხელ აუღო და პირადი დუელის მოგებით კმაყოფილი დარჩა.

calciomercato – 6.5 

ყოველთვის, როდესაც ის მეტოქეებს უტევდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. რამდენჯერმე დაარტყა კიდეც, მაგრამ ტრაპი შეუვალი იყო.

tuttonapoli – 7 

გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მიზანთან რამდენჯერმე ახლოს იყო. იმდენი გარღვევა მოაწყო, რომ მისი დაკეტვით გართული „აინტრახტი” მარჯვენა ფრთას უმეთვალყურეოდ ტოვებდა. ტრაპმა პირველ ტაიმში ფეხით აუღო, მეორეში კი ნახტომით. მაყურებელი ფეხზე წამოუდგა და ისე უკრავდა ტაშს.

გარდა ამისა, whoscored.com-მა ქართველს შეხვედრის სტატისტიკაზე დაყრდნობით 7.3 ქულა დაუწერა.