ხვიჩას "ნაპოლიში" ოსიმენი არ დახვდება? - მსოფლიო გრანდი სუპერტრანსფერისთვის  ემზადება„ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლიტანურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ შეხვდება საკუთარ აგენტებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელობას და ერთად გამონახავენ საუკეთესო გამოსავალს. შეგახსენებთ, რომ იტალიელებთან ვიქტორის მოქმედ კონტრაქს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

„არ ვიცი, რა მელის მომავალში. სეზონის ბოლოს შევხვდები ჩემს წარმომადგენლებს და განვიხილავ ყველაფერს. ასევე ვაპირებ კლუბის უფროსობასთან საუბარს. „ნაპოლის” დიდად ვემადლიერები. მჯერა, ერთად ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს,“ – წერს ტვიტერში ოსიმენის  სიტყვებს ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი.

წყაროს ინფორმაციით, ოსიმენის შეძენა, ევროპული ფეხბურთის ისეთ გრანდებს სურთ როგორებიც ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი,“ ასევე ფრანგული პსჟ არიან.