ჯანი ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე მესამედ აირჩიეს – მისი უფლებამოსილება 2027 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

პრეზიდენტის არჩევნები ფიფა-ს 73-ე კონგრესზე გაიმართა, რომელსაც რუანდის დედაქალაქი კიგალი მასპინძლობდა. ინფანტინო აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

52 წლის შვეიცარიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2016 წლიდან უდგას სათავეში. 2019 წელს ხელმეორედ აირჩიეს ამ პოსტზე და მაშინაც უალტერნატივო კანდიდატი იყო.