ესპანურ საკალათბურთო LIGA LEB PLATA-ში „მოლემ“, სადაც ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს, 22-ე ტურის მატჩი ჩაატარა „გრან კანარიას“ წინააღმდეგ და 67:82 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ბევრს ეცადა, თამაში გადაერჩინა და თავის გუნდს მოგებაში დახმარებოდა, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს – ისიანმა 32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა (2 ორქულიანი, 4 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 9 მოხსნა და...
ჩელისდან ერთი გუნდი მიდის
ლონდონის „ჩელსი” მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 11 ფეხბურთელს გაუშვებს. წყაროს ცნობით, ბენჯამინ ჩილუელი, მეისონ მაუნტი, მატეო კოვაჩიჩი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, კრისტიან პულიშიჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ცეზარ ასპილიკუეტა, კონორ გალაჰერი, ჰაკიმ ზიეში, კაი ჰავერცი და რაჰიმ სტერლინგი გუნდიდან წავლენ. აღსანიშნავია, რომ წინა ორ სატრანსფერო ფანჯრისას „ჩელსიმ“ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 611 მილიონი ევრო დახარჯა, სატრანსფერო ბაზარზე ასეთი აქტიურობა კლუბის...
ფაბიო კანავარო: თუ არ შებოჭე იარაღი აღარ გრჩება
იტალიურმა გაზეთმა „ილ მატინომ” მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონსა და „ოქროს ბურთის” მფლობელ ფაბიო კანავაროს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ბუნებრივია ინტერვიუში საუბარი შეეხო „ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიასაც. გთავაზობთ, ამ ფრაგმენტის გადმოქართულებულ ვარიანტს. „კვარაცხელია ფენომენია. თუ მას მისცემთ საშუალებას ბურთს დაეუფლოს, ის თქვენ გაგანადგურებთ. როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებს, მას სიძლიერის შეგრძნება ეუფლება. ეს ძალიან კარგად ჩანს მის...
ბერგომი: მეც მოვსრიალდებოდი
„ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1988-89 წლების სკუდეტოსა და უეფას თასის სამგზის მფლობელმა ჯუზეპე ბერგომიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში „სკაი კალჩო კლუბ” ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ილაპარაკა. ხსენებული გოლი „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა „ატალანტას” გაუტანა. ბერგომიმ თქვა: „გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას” კარში შეაგდო, ერთ-ერთი ულამაზესი იყო მათ შორის, რაც ბოლო წლებში მინახავს....
ფენომენალური წყვილი
„ნაპოლი” არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, რაც დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დამსახურებაა. ნიგერიელმა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა, ქართველის მონაგარი კი 13 გოლი და 15 საგოლე პასია. მოტანილი რიცხვები ნათლად მეტყველებს, რომ წყვილის წვლილი „აძურის” გამარჯვებებში დიდია. სიმბოლურია, რომ თვით გოლი-შედევრის დროს, რომელიც კვარაცხელიამ „ატალანტას” ინდივიდუალური ოსტატობის...




