ხვიჩა კვარაცხელია Fifa 23-ში თებერვლის საუკეთესოდ დაასახელეს. ქართველი გარემარბი უკვე მეორედ იღებს ამ ჯილდოს. პირველად მან აგვისტოში გაიმარჯვა.

სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში კვარაცხელიას ეფექტურმა გამოჩენამ ნეაპოლსა და მის გარეთ, ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მოგეხსენებათ, ის მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც უნიკალური შედეგია — ადრე ერთი ფეხბურთელი თვის საუკეთესოდ ორჯერ არ დაუსახელებიათ.

რამდენიმე დღის წინ თვით „ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ.

ლოგიკურია, რომ ასეთი აჟიოტაჟის შედეგად „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დი ლაურენტისმა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გადახედვა, მისთვის ხელფასის გაზრდა და ამ გზით ფეხბურთელის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ბოლო ხანს სწორედ ქართველის ახალ კონტრაქტზე იწერება ბევრი იტალიურ პრესაში. ამბობენ, რომ დე ლაურენტისი ქართველს გასამრჯელოს გაორმაგებას უპირებს.

რაც შეეხება Fifa 23-ს, აქ კვარაცხელიამ ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორიც გახლავთ მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი ანხელ დი მარია და თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.