ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ნორვეგიისა და საქართველოს მატჩის თარიღი შეიცვალა. ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე შეხვედრა 11 სექტემბრის ნაცვლად 12 სექტემბერს გაიმართება – ამის მიზეზი კი 11 სექტებერს ნორვეგიაში დანიშნული არჩევნები გახდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, სწორედ ნორვეგიის ნაკრებთან დაპირისპირებით გახსნის.
ეს მატჩი ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 25 მარტს, საქართველო ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრებს შეხვდება.