გიორგი კოხრეიძე - ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, „გრენობლში“ თამაშს 40  დღეში შევძლებ #1TVSPORT - 1TVგიორგი კოხრეიძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას  „საბურთალოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

24 წლის თავდამსხმელი „საბურთალოს“ აღზრდილია და მის რიგებში 144 მატჩი აქვს ჩატარებული (32 გოლი და 20 საგოლე პასი). „საბურთალოსთან“ ერთად, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 და 2020 წლებში კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა.

შემდეგ კოხრეიძემ კარიერის გაგრძელება საფრანგთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ სცადა, მაგრამ ტრავმების გამო ისე ვერ აეწყო საქმე როგორც სურდა, ფაქტობრივად, ორი წელი გაუცდა, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. საბოლოოდ კი გიორგიმ მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა და თბილისურ კლუბში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.