იტალიაში არ ცხრება ინტერესი ორი ტურის წინ „კრემონეზესა” და „რომას” შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა მწვრთნელს ჟოზე მოურინიუსა და მეოთხე მსაჯს მარკო სერას შორის მოხდა შელაპარაკება, რამაც მოურინიუ გააბრაზა, მთავარმა მსაჯმა კი ის გააძევა. შემდეგ, „რომას” პორტუგალიელ თავკაცს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, მაგრამ სააპელაციო კოლეგიამ ვერდიქტი გააუქმა და მორიგი გარჩევა 10 მარტს დანიშნა.
ტელეკომპანია Italia 1-ის გადაცემა Le Lene-ში მიწვეული ჰყავდათ ტუჩის მოძრაობათა ამოცნობის სპეციალისტი, სმენადაქვეითებული ჯულიანო კალეგარი და მარკო სერა, რომელმაც პირველად მოყვა თავისი ვერსია.
ექსპერტმა კალეგარიმ თქვა: „თავიდან სერა კამერისგან არის მიტრიალებული და იმის გარჩევა, თუ რას ეუბნება მოურინიუს, შეუძლებელია. შემდეგ მოურინიუ პასუხობს: „კი მაგრამ მე მათ („რომას” ფეხბურთელებს) ველაპარაკები”. სწორედ ამის შემდეგ წარმოთქვამს სერა იმ ფრაზას, რომელმაც ვითარება დაძაბა (მის პირდაპირ გადმოქართულებას ენებს შორის არსებული განსხვავების გამო აზრი არ აქვს. ქართველებისთვის გასაგებად კი დაახლოებით ასე უნდა იყოს): „ყველა შენ გაძლევს ტრ…ს. წადი სახლში, წადი სახლში”. მოურინიუ: „შენ მიდიხარ სახლში?” მერე კვლავ სერა ლაპარაკობს, ოღონდ კამერისკენ ისევ ზურგით არის შეტრიალებული. მოურინიუ კვლავ იმეორეს: „შენ მიდიხარ?” და დასძენს „შენ მელაპარაკები განათლებაზე? შენ მე განათლებაზე მელაპარაკები? და პატივისცემაზე რას იტყვი? შენ ჩემთან განათლებაზე ლაპარაკობ?”
გადაცემის წამყვანმა ფილიპო რომამ ჟესტების შესახებაც იკითხა, რაზეც კალეგარიმ უპასუხა, რომ მოურინიუსთან ლაპარაკის დროს სერას ხელები ჯიბეში აქვს ჩაყოფილი, რაც უპატივცემულობის ნიშანია.
შემდეგ, გადაცემაში ჩართეს სერა, რომელმაც კალეგარის ნათქვამი უარყო. „მე ეს სიტყვები არ მითქვამს. მე ვთქვი: მთელს სტადიონს შენს წინააღმდეგ ამხედრებ. წადი შემოსაზღვრულში, წადი შემოსაზღვრულში”, — თქვა მსაჯმა წამყვანის დაჟინების შემდეგ.
აქ ჩნდება კითხვა: თუკი სერამ მოურინიუს მხოლოდ ეს უთხრა, მაშინ რატომ გაბრაზდა მოურინიუ? ანდა, მეოთხე მსაჯს რატომ ადარდებდა განაწყობდა ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ტრიბუნებს თავის წინააღმდეგ თუ არა?
ექსპერტ კალეგარის ჰკითხეს, შეიძლება თუ არა მას შეშლოდა და სერას სახლში წადის ნაცვლად შემოხაზულში წადი ეთქვა, რაზეც ექსპერტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
მთავარი ამბავი16/07/2026 | 07:53მესი ფინალშია!
მთავარი ამბავი15/07/2026 | 10:32ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
სიახლეები15/07/2026 | 08:52დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
