საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი (1994-2002 წლებში) კრისტოფ დიუგარი პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრავმას გამოეხმაურა. ნეიმარს მუხლის ტკივილის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.
„ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო გუნდში არ არის. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა პსჟ-ის მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთვის. რაღაც მომენტში მას მოუწევდა გამბედაობის გამოჩენა და ბრაზილიელის მოშორება. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მისი მხრიდან.
გუნდი ბევრად დაბალანსებულია, როდესაც ხუთი მცველით, სამი ნახევარმცველით და მესი – მბაპეს თავდასხმის წყვილით თამაშობს. ნეიმართან ერთად კი თამაშს ვერ აკონტროლებენ. როდესაც ბურთი იკარგება, სამი თავდამსხმელი დაცვას აღარ ეხმარება და პსჟ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე.
ამ ადამიანის დანახვა აღარ მინდა. აუტანელია. მღლის”, – თქვა კრისტოფ დიუგარიმ.