სანდრო მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა და NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის ხელში ითამაშებს.

მამუმ სტანდარტული კონტრაქტი „სან ანტონიოსთან“ გააფორმა, რომელსაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი წვრთნის და ჩვენებურიც მოედანზე პირველი მატჩში გამოჩნდა. ტეხასურ დერბიში „სან ანტონიომ“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 110:112 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა 16 წუთში გუნდს 6 ქულა და 2 მოხსნა მოუტანა. მამუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, კალათში მხოლოდ ორჯერ ისროლა, ორივეჯერ სამქულიანი და ორივე ზუსტად.

ქართველმა 3 პერსონალური ჯარიმაც მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. „სან ანტონიო“ 16 მოგებითა და 48 მარცხით NBA-ის დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგილს იკავებს და ფლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს. ტეხასელები მომდევნო შეხვედრას ისევ „ჰიუსტონთან“ 6 მარტის გამთენიისას გამართავენ.

May be an image of one or more people and indoor