„ნაპოლის” მარცხენა მცველს მარიო რუის სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ემპოლისთან” მიღებული წითელი ბარათი ძვირად დაუჯდა — მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ვერდიქტში წერია: „ის მეორე ტაიმის 22-ე წუთზე ჩვეულებრივი ორთაბრძოლის შედეგად დაეცა მოედანზე, ბურთი შორს იყო, მან კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს განზრახ ამოარტყა საზარდულში ფეხი”.
31 წლის პორტუგალიელი ორ შეხვედრას გამოტოვებს: პარასკევს „ლაციოსთან”, რომელსაც „ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი მაურიციო სარი წვრთნის და შემდეგ შაბათს „ატალანტასთან”. ორივე შეხვედრა „დიეგო მარადონაზე” გაიმართება.