წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში თბილისის „დინამომ“ ნანატრი გამარჯვება იზეიმა.
აქამდე უქულოდ და ბოლო ადგილზე მყოფმა დეიან სტანოიევიჩის შეგირდებმა სტუმრად „ჰანოვერი“ 10:8 დაამარცხეს. თითქოს „დინამო“ აქაც უქულოდ უნდა დარჩენილიყო – ტაიმის ბოლოს 4:8 ჩამორჩა, თუმცა დარჩენილ დროში ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს გოლი არ გაატანინეს, საპასუხოდ ექვსი შეაგდეს და გაიმარჯვეს კიდეც.
3-3 გოლი ბესო ახვლედიანმა და სტეფან პიეშივაცმა გაიტანეს, საბა ტყეშელაშვილმა დუბლი მიითვალა, თითოც გიორგი მაგრაქველიძემ და მაქსიმ მალიშაუმ შეაგდეს.
მოგების მიუხედავად „დინამო“ 3 ქულით ისევ ბოლო, მე-8 ადგილზეა, მაგრამ ქულებით „ჰანოვერს“ დაეწია. 22 მარტს „დინამო“ „რადნიჩკის“ უმასპინძლებს, რომელიც 9 ქულით ცხრილში მეექვსეა.