გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე თანაქალაქელი „სიტი“ პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ამ პრიზს ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა (2018-2021). შარშან კი „ლივერპულის“ ჯერი დადგა.

პრესკონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თქმა, რომ „იუნაიტედი“ ისევ ძლიერი კლუბია.

Erik ten Hag says 'thank you Pep Guardiola and Man City for the lesson'  after 6-3 derby hammering as Manchester United boss vows to bounce back in  Europa League

„ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, არა? ცოტა მეტ ფულს თუ დახარჯავენ, მაშინ შეიძლება მართლა დაბრუნდნენ.“ – ღიმილით უპასუხა ესპანელმა სპეციალისტმა.

„როცა აქ მოვედი, მეგონა, „მანჩესტერი“ ყოველთვის ჩვენთან ერთად იბრძოლებდა ტიტულებისთვის, მაგრამ რთული პერიოდი დაუდგათ. ახლა ერიკ ტენ ჰაგმა წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა. მოთამაშეები კი – ხედავთ, როგორი თავდადებულები არიან. როცა ხუთი-ექვსი წელია ტიტული არ მოგიგია ასეთი განწყობა ბუნებრივია.

მახსოვს, როცა პირველად მოვიპოვეთ ლიგის თასი, ყველა აღფრთოვანებული იყო. მოთამაშეებისთვის და პერსონალისთვის ეს სიახლე გახლდათ. მეოთხედ მოგებისას კი რეაქცია დაახლოებით ასეთი გახლდათ: „კიდევ ერთი? არა უშავს, ჩვეულებრივი დღეა ოფისში”, – თქვა „სიტის“ დამრიგებელმა.

Manchester United manager Erik ten Hag thanks Pep Guardiola and Man City  after derby defeat - Manchester Evening News