„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი აღიარებს, რომ „აიაქსიდან“ ინგლისურ კლუბში გადასვლა სარისკო იყო.
„ცხადია, როცა „აიაქსიდან“ „მანჩესტერში“ გადავდიოდი, რისკი დიდი იყო. მაგრამ ჯიუტი ადამიანი გახლავართ. საქმეს ხელი მაინც მოვკიდე. მიყვარს ეს გუნდი. ჩვენი ურთიერთობა გულშემატკივრებთან და „ოლდ ტრაფორდთან“. ალექს ფერგიუსონმა შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა.
ეს გუნდი ისტორიას წერს. „მანჩესტერი“ ჩემთვის შესაფერისი კლუბია“.
გუშინ, 26 თებერვალს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით პირველი ჯილდო, ქვეყნის ლიგის თასი მოიგო. ფინალში, მანკუნიანელებმა „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხეს.