საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწო. პირველ ტურში ვნახეთ შვიდგოლიანი მატჩიც, ორი გაძევებაც და ერთი დუბლიც. ორი გოლი ყოფილმა სიონელმა, ამჟამად კი წყალტუბოელმა ნიკა ხორხელმა მიითვალა სწორედ იმ შვიგოლიან თრილერში, რომელიც  „სამგურალმა“ სტუმრად მოუგო „გაგრას“ – 4:3. ამავე მატჩში ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა გაგრელმა ზურაბ მუსელიანმა

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული and შენობის გარეთ გამოსახულება

ჩემპიონმა „დინამომ“ გორში დაამარცხა „დილა“ (2:1). ამ შეხვედრაში დინამოელი ჯიმი ტაბიძე და გორელი ზურაბ თევზაძე გააძევეს.  სხვათა შორის, „დინამო“ სწეზონის დასაწყისში საშინაო მატჩებს გორში გამართავს, რადგან „დინამო არენაზე“ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ამავე მიზეზით ქუთაისის „ტორპედო“ სამტრედიაში ითამაშებს, ხოლო „საბურთალო“ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გადავა. რუსთავში მიიღებს სტუმრებს „თელავიც.“

„სამგურალი“ აპრილამდე ზესტაფონში ითამაშებს. ზესტაფონშივე გამართავს პირველ ორ საშინაო შეხვედრას „შუქურა.“ „გაგრა“ კი „დინამო არენადან“ ილია კოკაიას საფეხბურთო ცენტრში, თბილისის ზღვაზე გადაინაცვლებს.

„სამტრედიამ“ შინ „თელავი“ 1:0 დაამარცხა, თავი ზვიად ნაჭყებიამ გამოიჩინა. ეს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

„ბათუმმა“ „შუქურას“ 2:1 სძლია, „საბურთალომ“ და „ტორპედომ“ კი ერთმანეთს ვერ გაუტანეს. ქუთაისელთა რიგებში ნიკა კაჭარავას დებიუტი შედგა.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული and ბალახი გამოსახულება