ხვიჩა კვარაცხელია ახალი რეკორდისთვის ემზადება, მას შეუძლია გახდეს „ნაპოლის” ისტორიაში მესამე 23 წელზე უმცროსი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში ათზე მეტი გოლი გაიტანა. პირველ ადგილზე არის  ოდინდელი იტალო-პარაგვაელი თავდამსხმელი ატილა სალუსტრო, რომელმაც 1929-30 წლების სეზონში 13 გოლი შეაგდო. ის 1908 წელს იყო დაბადებული. მეორე გახლავთ სლოვაკი მარეკ ჰამშიკი, რომელიც დღეს 35 წლის არის და თურქეთში, კერძოდ „ტრაბზონსფორში” თამაშობს. მან 2009-10 წლების სეზონში 12 გოლი შეაგდო.

ხვიჩას მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, სეზონის დამთავრებამდე კი 15 ტურია.

ამასობაში კი ინგლისელმა ვეტერანმა, „ლივერპულის” ლეგენდამ, ამჟამად ტელემიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა „ნაპოლის” გულშემატკივარი შეაშინა. ის, რომ კვარაცხელიას მომავალზე უკვე ბევრს ჭორაობენ, ყველამ კარგად იცის და ეს ჭორები „პარტინოპეელთა” გულშემატკივრებს აღიზიანებს. კარაგერმა ცეცხლს ნავთი დაასხა:

„ვფიქრობ, კვარაცხელია ევროპაში ყველაზე საინტერესო მოთამაშეა. შემდეგ სეზონში ის შესაძლოა „რეალის” ფორმაში ვიხილოთ”, — თქმა კარაგერმა CBS სპორტის ეთერში.

Naples, Kvaratskhelia chasing a record