შაბათს სერია A-ს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ემპოლიში თამაშობს. „ემპოლი” მე-12 ადგილზეა. როგორც „ილ მატინო” წერს, „აძურის” თავკაც ლუჩანო სპალეტის ფრანკფურტში 2:0 გამარჯვების შემდეგ შემადგენლობის გადახალისება აქვს გადაწყვეტილი. მას სამი ფეხბურთელის შეცვლა განუზრახავს.
უპირველეს ყოვლისა მოედანს დაუბრუნდება მარიო რუი, რომელიც ოთხკაციან დაცვაში მარცხნივ დაიკავებს თავის ადგილს. ბოლო ორ შეხვედრაში ამ პოზიციაზე ოლივერა თამაშობდა.
ცვლილებაა მოსალოდნელი ნახევარდაცვაშიც, სადაც პოლონელი პიოტრ ჟელინსკის საქმეს ელიფ ელმასი ან ტანგუ ნდომბელე შეასრულებენ.
თავდასხმაში, მარჯვენა ფრთაზე, ირვინგ ლოსანოს ნაცვლად სავარაუდოდ მატეო პოლიტანოს ვიხილავთ.
გაზეთი არ გამორიცხავს, რომ ხსენებული სამი ცვლილების გარდა სხვა სიურპრიზებიც შეიძლება ვიხილოთ. კერძოდ, დაცვაში შეიძლება დაბრუნდეს ჟუან ჟესუსი, თუმცა კიმისა და რაჰმანის წყვილი შეუვალია და ის, რომ „ნაპოლის” ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, დიდწილად ამ ორი ცენტრალური მცველის დამსახურებაა.
თეორიულად, თავდასხმაში შეიძლება ითამაშოს ჯოვანი სიმეონემ. საქმე ის გახლავთ, რომ სპალეტის ვიქტორ ოსიმენის პრობლემური კუნთი აფიქრებს და ფრანკფურტშიც ამიტომ გაიყვანა ნიგერიელი თამაშის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე. ოსიმენმა დისკომფორტი სერია A-ს ბოლო ტურში, „სასუოლოსთან” თამაშის დროს იგრძნო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
