გიორგი ხარაიშვილი „დინამო“ ფეხბურთელია. ის თბილისურ კლუბს უნგრული „ფერენცვაროშიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.
26 წლის ქართველი ნახევარმცველი „ფერენცვაროშშის“ გარდა, შვედურ „გიოტებორგსა“ და თბილისის „საბურთალოში“ თამაშობდა.
გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. ასევე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ხარაიშვილი „დინამოში“ უკვე ვარჯიშობს.