ასეც ხდება… ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს დოჰას 250 ქულიანი ტურნირი მოიგო, 2022 წელს ფინალი წააგო, ხოლო 2023-ში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. სადღეისოდ რეიტინგში 84-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი კიდევ უფრო დაქვეითდება, თუ წელსაც მინიმუმ ფინალში არ გავა. საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე თურქი ჩემ ილკელი იყო, რომელსაც ჩვენებურმა ორ სეტში მოუგო – 6:3 7:5.
ნიკა შემდეგ წრეში ბრიტანელ ლიამ ბროდის შეხვდება, რომელსაც კლასიფიკაციაში 140-ე ადგილი უკავია.