თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით, მესამე დღეს ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შემატა. ხარისხი მაღალი – ბექამ ისრაელში იჩემპიონა.
ოქროსკენ მიმავალ გზას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილი ბულგარელი ივაილო ივანოვის დაიპონებით შეუყვა, ვისაც უკრაინელი არტიომ ბაბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი მიაყოლა, რაც ფინალში გასვლის ტოლფასი იყო.
ტიტულისთვის ჩვენებური უნგრელ კრისტიან ტოტს დაეჭიდა. ბექამ ჯერ ვაზარი აართვა მეტოქეს, შემდეგ კი, სულაც იპონზე დააგდო. ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ტურნირი კარგად დაიწყო და უკრაინელი ანტონ სავიცკი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ბრაზილიელ ლეანდრო გონსალვეშთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ თელ ავივის გრანდ სლემზე მედლები უკვე მოიპოვეს 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა (ოქრო) და ლაშა ნადირაძემ (ბრინჯაო).
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
სიახლეები06/09/2026 | 16:09ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
