ცოტა არ იყოს სკანდალური ამბავი გვიამბო „სარბიელის პოდკასტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ… ცნობილი ქართველი მწვრთნელის, ცხონებული შოთა ჭეიშვილის ოჯახს, თურმე, „საბურთალოდან“ გიორგი ხარაიშვილის გაყიდვით მიღებული სატრანსფერო თანხის წილი უნდა მიეღო.
შოთა ჭეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი ქართველი მწვრთნელი გახლდათ. გახლდათ „დინამოში“ ნოდარ ახალკაცის თანაშემწე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი მწვრთნელი და იმ „ბათუმის“ თავკაცი, რომელიც სამართლიანად ითვლება ბოლო 30 წლის განვალობაში ერთერთ საუკეთესო ქართულ გუნდად. ჭეიშვილი, თავის დროზე მუშაობდა საფეხბურთო სკოლა „ოლიმპში“, სადაც დაუკავშირდა კიდეც გიორგი ხარაიშვილს, რომელიც მოგვიანებით „საბურთალოში“ წავიდა, იქიდან შვედურ „გიოტებორგში“, შემდეგ კი უნგრულ „ფერენცვაროშში“… გიორგი ხარაიშვილს ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ გუნდში. დანარჩენს მერაბ ჟორდანიას მონოლოგიდან შეიტყობთ…