ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა, უპასუხა კითხვას: შთააგონებს თუ არა მას ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონობა.
„ლეო ყოველთვის შთამაგონებს – მსოფლიო ჩემპიონობით თუ მის გარეშე. „ბარსელონაში” ჩასვლისას ის ყოველთვის მხარში მედგა და ამას არასოდეს დავივიწყებ. როცა ვხედავ, 34-35 წლის ასაკში როგორ იგებს მონდიალს, მეც იგივე მინდება.
ახლა, რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ წლიდან წლამდე უკეთესები ვხდებით და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შემდეგ მონდიალზე ხომ მეც დღევანდელი მესის ტოლი ვიქნები.
დიდი ოცნება მაქვს – მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ყატარში ხორვატებთან მარცხი ძალიან მტკივნეული გახლდათ. ტიტულის მოსაგებად ვიყავით განწყობილი, მაგრამ, რა გაეწყობა.
ეს არის ფეხბურთი – მშვენიერი, დრამატული და ჯადოსნური. ამიტომ გვიყვარს იგი“, – თქვა ნეიმარმა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
