Willy Isiani - Men's Basketball - University of Detroit Mercy Athleticsცოტა ხნის წინ 25 წლის ქართველმა ფორვარდმა ვილი ისიანმა კლუბი გამოიცვალა – „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დრო იყო, რომელიც ვილის „კასერესისგან“ განსხვაებით, „მოლეში“ მეტი აქვს.

ამასობაში კი ქართველი კალათბურთელი თანდათან გუნდის ერთერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.  ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მორიგ ტურში „მოლემ“ მე-19 ტურის შეხვედრაში „ჰოსპიტალეტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 96:85 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო, ძირითადი დრო 72:72 დასრულდა, ფრედ მორჩა პირველი ოვერტაიმიც (9:9). „მოლემ“ მოწინააღმდეგე მეორე ოვერტაიმში გატეხა – 15:4.

რაც შეეხება ვილი ისიანს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა – მან მოედანზე თითქმის 46 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა (7-დან 3 სამქულიანი, 10-დან 5 ორიანი, და 5-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა და 4 დაფარება მოაგროვა.

მატჩის შემდეგ ვილი ისიანი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

No description available.

 

წილი
წინა სტატიაბითაძე ჯადოქარია
შემდეგი სტატიავორო პიპომ შეცვალა — მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...