ცოტა ხნის წინ 25 წლის ქართველმა ფორვარდმა ვილი ისიანმა კლუბი გამოიცვალა – „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დრო იყო, რომელიც ვილის „კასერესისგან“ განსხვაებით, „მოლეში“ მეტი აქვს.
ამასობაში კი ქართველი კალათბურთელი თანდათან გუნდის ერთერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მორიგ ტურში „მოლემ“ მე-19 ტურის შეხვედრაში „ჰოსპიტალეტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 96:85 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო, ძირითადი დრო 72:72 დასრულდა, ფრედ მორჩა პირველი ოვერტაიმიც (9:9). „მოლემ“ მოწინააღმდეგე მეორე ოვერტაიმში გატეხა – 15:4.
რაც შეეხება ვილი ისიანს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა – მან მოედანზე თითქმის 46 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა (7-დან 3 სამქულიანი, 10-დან 5 ორიანი, და 5-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა და 4 დაფარება მოაგროვა.
მატჩის შემდეგ ვილი ისიანი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
