ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული საქმეები სულ უფრო და უფრო უკან მიდის. ერთ დროს საუკეთესო ოცეულში მყოფი და ყველასთვის უხერხული მეტოქე ახლა ყველასთან აგებს.

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო წრეში ჩაება, რადგან რეიტინგი მეტის უფლებას არ აძლევს. იქ კი, მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში მოსახვედრი ფინალი წააგო.

ბასილაშვილი ფრანგ კონსტან ლესიენთან 5:7; 4:6 დამარცხდა და ახლა სხვა ტურნირზე უნდა იფიქროს. სხვათა შორის ეს ის ლესიენია, ვისაც ბასილაშვილმა რამდენი დღის წინ მონპელიეს ტურნირზე სამ სეტში 6:7(3), 7:5, 6:2 მოუგო.