გოგა ბითაძეს სულ ცოტა დრო რჩება ახალი გუნდი იპოვოს.
ჩვენებური „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი აღარ არის. ინდიანაპოლისელებმა 9 თებერვალს ახალი კალათბურთელები დაიმატეს, რის შემდეგ გუნდში 24 წლის ქართველი ცენტრისთვის ადგილი აღარ მოიძებნა.
ჯერ კიდევ არის შანსი, რომ გოგა რომელიმე კლუბმა დაიმატოს, მაგრამ აქ გადამწყვეტი ფაქტორი ხელფასი იქნება, რადგან კონტრაქტით გათვალისწინებული თითქმის ხუთი მილიონი დოლარი სეზონში უნდა უხადოს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ქართველი კალათბურთელისთვის.
ამასობაში მოედანზე გასვლა მოუწია სანდრო მამუკელაშვილს, რომლის „მილუოკი ბაქსმა“ „ლოს ანჯელესში ლეიკერსი“ 115:106 დაამარცხა და ზედიზედ მეცხრე მოგება მიითვალა. მამუკელაშვილმა პარკეტზე 12:48 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. სანდრომ პერიმეტრიდან, საშუალო დისტანციიდან და საჯარიმო ხაზიდან ორ-ორჯერ ისროლა და ყველა პოზიციიდან თითოჯერ ჩააგდო.
„მილუოკი ბაქსს“ რეგულარულ ჩემპიონატში 38 მოგება და 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მხოლოდ „ბოსტონს სელტიკსს“ ჩამორჩება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, მეორე ლოს ანჯელესურ გუნდთან, „კლიპერსთან“ გამართავს.