მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ფიფაში ერთობლივი განაცხადი სამხრეთ ამერიკის ოთხმა ქვეყანამ – არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ შეიტანა. სამხრეთ ამერიკაში იმედოვნებენ, რომ ზუსტად 100 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს დააბრუნებენ იქ, სადაც ეს ტურნირი პირველად გათამაშდა – კერძოდ, ურუგვაიში.
აღნიშნული ოთხეულის გარდა ტურნირის ჩატარებაზე ასევე ერთობლივად აცხადებენ პრეტენზიას ესპანეთი/პორტუგალია (დიდი ალბათობით, მათ უკრაინაც დაემატება) და მაროკო, აგრეთვე საუდის არაბეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი…
მონდიალი 2030-ის მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს კონგრესზე 2024 წელს აირჩევენ.