ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ მერვედფინალური მატჩი გამოტოვოს.
მიზეზი ტრავმაა, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი საფრანგეთის ჩემპიონატში „მონაკოსთან“ შაბათის მატჩს ნამდვილად გამოტოვებს და არის იმის ალბათობა, რომ მესიმ „ბაიერნთან“ მატჩამდეც ვერ მოასწროს გამოჯანმრთელება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელებთან შეხვედრას პარიზელთა კიდე ერთი ვარსკვლავი კილიან მბაპე გამოტოვებს.
პსჟ – „ბაიერნის“ პირველი მერვედფინალური მატჩი „პარკ დე პრენსზე“ 14 თებერვალს შედგება.