„სპეცია” 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი: „ნაპოლისთან” შეხვედრის დროს ლიგურიელმა ფანებმა ტრიბუნიდან შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს ნეაპოლელებს და „აძურის” ლეგენდარული ფეხბურთელის, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის არგენტინელი დიეგო მარადონას ხსოვნას. ნეაპოლური გაზეთები უკმაყოფილოდ წერენ, რომ ეს სასჯელი ვულგარული და აგრესიული მასპნძლებისთვის ძალიან ლმობიერია.
სპეციის პროვინციულ სტადიონზე მომხდარმა ამბავმა ისეთი გამოხმაურება ჰპოვა, რომ მან მარადონას ოჯახამდეც მიაღწია. მათ მადლობა შეუთვალეს „ნაპოლის” გულშემატკივრებს, რომლებიც იმ დღეს აკრძალვების მიუხედავად მაინც ისხდნენ ტრიბუნაზე.
„გვინდა მადლიერება გამოვხატოთ „ნაპოლის” ქომაგების მიმართ, რომლებიც ზიზღის დაუსრულებელ გამოხატვაზე ყოველ შეხვედრაში რეაგირებენ “, — დაწერეს მათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
