Miroslav Blazevic, sélectionneur croate qui arborait le képi d'un gendarme français pendant le mondial 98, est mort - midilibre.frხორვატიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ხორვატიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ბლაჟევიჩი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2011 წლიდან პროსტატის კიბოს ებრძოდა.

1994-2000 წლებში ბლაჟევიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მაშინ ბალკანელები ევრო 1996-ის მეოთხედფინალში გავიდნენ და მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბლაჟევიჩი ასევე ხელმძღვანელობდა ირანის, შვეიცარიის და ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდებს. ჩინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს. მუშაობდა ხორვატიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბოსნიის, ჩინეთის, სლოვენიის და ირანის კლუბებში.

Jutarnji list - 'Odlazim snimati film u rodni Travnik, možda se i ne vratim. Borim se nadljudskim snagama...'