პარიზის „გრანდ სლემის“ პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციამ ოქრო მოინაგრა. ძოიდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (71კგ) პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვენებურმა ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარნინს ლამაზი გდებით მოუგო და საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ჰიმნი ააჟღერა.
შავდათუაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას დომინიკელი ანტონიო ტონალის ძლევით შეუყვა. შემდეგ იტალიელ გაბრიელე სულის, ყაზახ დანიარ შამშიაევს და კორეელ ჰეონ ჩოლ კანგი მოუგო.
გუშინვე თემურ ნოზაძემ (60) ორი ბრძოლა მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კორეელ ჰარიმ ლისთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. ორი მეტოქე დაამარცხა ბაგრატ ნინიაშვილმაც (66), მაგრამ მოლდოველ დანიელ ვიერუსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ქალთა შორის იჭდავა მარიამ ციხელაშვილმაც (57), მაგრამ პირველივე ბრძოლაში კუბელ არნაის ოლდელინ გარსიასთან წააგო.