Foreign Press-ის კორესპონდენტებმა დაასახელეს 2022 წლის იტალიის საუკეთესო სპორტსმენი. დაჯილდოების ცერემონიალი უახლოეს დღეებში ჩატარდება. გამოკითხვა ჩატარდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოსავლენად. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ დაჯილდოვებულთა შორის იქნება სერია A-ს ორი წარმომადგენელი.
გაზეთის ინფორმაციით ნომინაციაში „2022 წლის საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი” გაიმარჯვა „ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ჯეიმს ოსიმენმა, რომელიც „აძურის” მიმდინარე წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
Foreign Press-ის საგანგებო ჯილდო კი გადაეცემა „რომას” თავკაცს ჟოზე მოურინიუს. ის, რომ იტალიურმა კლუბებმა 12 წლიან მონაკვეთში ორი ევროპული თასი მოიგეს, მისი დამსახურებაა. სწორედ ის იყო „ინტერის” თავკაცი 2010 წელს, როდესაც მილანის კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მან მოაგებინა „რომას” 2022 წელს უეფას კონფერენციის ლიგა. „ჯალოროსის” 1961 წლის შემდეგ ევროპული ტიტული არ ჰქონდა მოგებული.