„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰალანდის აგენტმა რაფაელა პიმიენტამ, დააკონკრეტა რამდენია კლიენტის დღევანდელი ღირებულება.
„თავის დროზე პოგბას „მანჩესტერში“ ტრანსფერი 105 მილიონ ევროდ გავახერხეთ. მაშინ ყველა ამბობდა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო! ნეიმარი სულაც 222 მილიონად გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში…“ ციფრები იცვლება. ამჟამად ჰალანდი ჩემთვის 1 მილიარდი ევრო ღირს,
შესაძლოა, ასეთი თანხის გადახდას არავინ აპირებს, მაგრამ ეს არის მისი პოტენციალის ფასი, როცა ის ახალ კლუბში გადადის, კლუბს ემატება ქომაგები, გოლები, შედეგები, მედია კონტენტი, პოპულარობა, სპონსორები…
მისი სატრანსფერო ფასი მრავალი ნიუანსის ერთობლიობაა. მაგრამ თანხის ოდენობას საბოლოოდ კლუბი ადგენს“, – ციტირებს პიმიენტას სიტყვებს AS Pimienta.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
