„ტორპედოში“ ალბანელი არდიტ ტოლი ითამაშებს.

25 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ უკრაინული “ვორსკლადან” შეუერთდა, სადაც 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა. ალბანელ საყრდებს კარიერის დიდი ნაწილი საბერძნეთში აქვს გატარებული, უთამაშია „ოლიმპიაკოსში“, „ჩანიაში“, „კისამიკოსში“ და „კალამატაში“.

სამშობლოში იგი ალბანური „ტირანას“ ფეხბურთელი იყო, რომელიც 2020 წლის აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში „დინამოს“ შეხვდა და გათამაშებას გამოთიშა.

ერთი მატჩი ალბანეთის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული, მანამდე კი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მოსინჯა ძალები.

No description available.