ჩესტოხოვას „რაკოვმა“ ვაკო გვილიასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე გამოაცხადა. „ვაკო, მადლობა და წარმატებები მომავალ კარიერაში“, – წერია ექსტრაკლასას ლიდერის ოფიციალურ გვერდზე.
გვილიას კონტრაქტი ზაფხულში იწურებოდა. 28 წლის ნახევარმცველი „რაკოვში“ 2021 წლის აგვისტოში „ლეგიადან“ გადავიდა, თუმცა სულ 28 მატჩი ჩაატარა და ამ ხნის განმავლობაში პოლონეთის თასზე 1 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში ტრავმამ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა და საბოლოოდ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.