მიუნხენის „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტის“ მცველი ჟოაო კანსელუ გადაიბირა.

„ბაიერნმა“ პორტუგალიელი მცველი იჯარით აიყვანა, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით. მიუნხენური კლუბი ფეხბურთელს დიდი ხანია თვალყურს ადევნებს და აპირებს სიტუაციით ისარგებლა კიდეც – კანსელუ „სიტის“ ბოლო მატჩებში მცირე სათამაშო დროის გამო უკმაყოფილო გახლდათ..

28 წლის კანსელუ „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს. ჯამში, პორტუგალიელმა ინგლისურ კლუბში 154 მატჩი ჩაატარა, ცხრა ბურთი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე კანსელუ „ბენფიკაში“, „ინტერში“, „ვალენსიასა“ და „იუვენტუსში“ იყო.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი and მდგომარე ადამიანები გამოსახულება