Mattia Grassani Archives - Complete Sportsრადიო Gr-Parlamento-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ვექილს მატია გრასანის. საუბარი შეეხო „იუვენტუსის” 15 ქულით დასჯასა იმ საშიშროებას, რომელიც „ნაპოლის” ემუქრება. ლაპარაკია ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის „ლილიდან” „დიეგო მარადონაზე” გადაყვანის ოპერაციის კანონიერებაზე.

„ტურინელებისთვის 15 ქულის დაკლებას არავინ ელოდა, — თქვა ადვოკატმა, — სერია A-ში კალჩოპოლის შემდეგ ასეთი მკაცრი სასჯელი არავის ახსოვს. თან, როგორც თქვეს ეს საბოლოო სასჯელი არ იქნება. ფედერალურ პროკურორს მზად აქვს კიდევ ერთი საქაღალდე, რომელშიც უფრო დელიკატური საქმე დევს. ის 2020 წლის კოვიდიანი სეზონის ოთხ თვეს ეხება. ამიტომ არ არის გამორიცხული ტურინელებს სასჯელი დაამატონ.

რაც შეეხება „ნაპოლის” საქმეს, ის საფრანგეთის პროკურატურის ინიციატივით აღიძრა, რადგან „ლილში” სერიოზული დაღრვევები აღმოაჩინეს. ოსიმენის საქმე „იუვენტუსის” საქმესავით მნიშვნელოვანი არ არის. სპორტულმა მართლმსაჯულებამ ის უკვე გაარჩია და მიმართვის საბაბი ვერ ნახა. ჩვენთვის უცნობია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც ნეაპოლის პროკურატურაში შეიძლება გამოჩნდეს. სადღეისოდ პროცესი ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ლაპარაკია გაცილებით მცირე მასშტაბის ეკონომიკურ გავლენაზე”.