საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ მთავარმა მწვრთნელმა პატრის კარტერონმა  კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრში“ დებიუტზე ისაუბრა. შეხვედრა 22 იანვარს „ალ-ნასრის“ გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

„ბედნიერი ვარ კრიშტიანუს საუდის არაბეთში ჩამოსვლით. პორტუგალიელი ყველა თამაშით ისიამოვნებს „ალ ნასრის“ დარ კლუბში. ეს ფანტასტიკური სიახლეა ადგილობრივი ფეხბურთისთვის. ყველას მოეწონება მისი სპექტაკლები. სტადიონები გაივსება.

Cristiano Ronaldo sits defender down with incredible piece of skill on Al- Nassr debut (WATCH)

რონალდუ საოცარი ფეხბურთელია და გვიხაროდა, რომ ასეთი ვარსკვლავის წინააღმდეგ ვითამაშეთ. გოლი არ გაუტანია, მაგრამ ძალიან საშიში იყო მინდორზე. შესამჩნევია, ჯერ არ არის 100%-ით მზად. თუმცა მოედანზე მასთან შეხვედრა პრივილეგიაა. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“.

რონალდუმ  პირველივე წუთებიდან კაპიტნის სამკლაურით შეუცვლელად ითამაშა. ეფექტური მოქმედებებით არ გამორჩეულა. მატჩის ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდერსონ ტალისკამ 31-ე წუთზე გაიტანა.

Cristiano Ronaldo a debutat cu victorie în campionatul Arabiei Saudite! Al- Nassr a urcat pe locul 1 - Eurosport