Tennis Novak Djokovic facing a fitness scare ahead of Australian Open tiltავსტრალიის ღია პირველობას რაფა ნადალი რომ გამოეთიშა, „დიდი მუზარადის“ ტურნირების 21-გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შანსი აქვს ესპანელ ჩოგბურთელს ტიტულებით დაეწიოს.
ამისაკენ სერბი ტრავმირებულიც წარმატებით მიიწევს.
35 წლის ნოლემ მესამე წრეში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი სამ სეტში კი დაამარცხა, მაგრამ ორჯერ კორტზე ექიმების გამოძახება მოუხდა.
მატჩი სამ საათს გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი პირველი სეტი გამოდგა – ნოლემ საათსა და 17 წუთში ტაიბრეიკზე მოუგო მეტოქეს – 7:6. თუმცა, სეტის შემდეგ ექიმებს პირველად უხმო.
და მაინც, ჯოკოვიჩმა მეორე სეტი მარტივად მოიგო – 6:3.
მეორედ სამედიცინო დახმარება კი მესამე სეტში დასჭირდა, როდესაც 4:1-ს იგებდა და მატჩი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიიყვანა მოგებამდე – 6:4.
ჯოკოვიჩი მეოთხე წრეში 23 წლის მასპინძელ ალექს დე მინორს 23 იანვარს გაეჯიბრება. ავსტრალიელმა მესამე წრეში ფრან ბენჟამენ ბონზის სამ სეტში ასევე მარტივად აჯობა – 7:6, 6:2, 6:1. თუ სერბ ჩოგბურთელს ტრავმა ხელს არ შეუშლის, დიდი შანსი აქვს ნადალს „დიდი მუზარადის“ ტიტულების რაოდენობით ავსტრალიაშივე დაეწიოს.