No description available.თბილისის „დინამოში“ ვარნის სპარტაკის 19 წლის მარცხენა მცველი  ველისლავ ბოევი ვარჯიშობს – ამის სესახებ ბულგარული კლლუბის ვებ გვერდი წერს.

„ველისლავ ბოევი თბილის „დინამოში“ გასასინჯად გაემგზავრა. ბულგარეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გუნდს ანტალიაში შეკრებაზე შეუერთდება“, – წერია „სპარტაკის“ გავრცელებულ ცნობაში.

ველისლავ ბოევი პლოვდივის „ბოტევისა“ და რაზგრადის „ლუდოგორეცის“ საფეხბურთო აკადემიებში ვარჯიშობდა. ვარნის „სპარტაკის“ ახალაგზრდულ გუნდში 2019 წელს გადავიდა. მთავარ გუნდში დებიუტი 2022 წელს ჰქონდა.

ბოევი იყო ბულგარეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2022 წლის სექტემბერში კი 21-წლამდელებში გამოიძახეს.