ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა Whoscored.com-მა სერია A-ს XVIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა – ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს ყველაზე მაღალი შეფასება (9,8) დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.
„იუვენტუსთან” 5:1 გამარჯვებაში „ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლისა და 2 საგოლე პასის გარდა, 21 წლის კვარაცხელიამ პირველ გოლშიც ლომის წილი დაიდი – ხვიჩას მაკრატელმა შჩესნიმ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ოსიმენმა იყოჩაღა.
კვარაცხელიას გარდა, სერია A-ს XVIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში „ნაპოლის” კიდევ სამი ფეხბურთელი მოხვდა – გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო (7,7), ამირ რაჰმანი (7,8) და ვიქტორ ოსიმენი (9,4).