საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაამთავრა. ამის შესახებ 36 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ პრესასთან ისაუბრა.
„მოვიდა დრო, საფრანგეთის ნაკრებმა განვითარება ახალ თაობასთან ერთად განაგრძოს. გუნდი მზად არის უჩემოდ სათამაშოდ, თაობათა ცვლა და განახლება – ბუნებრივი პროცესია. გამიმართლა, რომ ჩემმა თაობამ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა და ამას ვერავინ უარყოფს“, – თქვა ლორისმა.
უგო ლორისს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. მას შემდეგ 145 მატჩი ჩაატარა (ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენია ნაკრებში მატჩების რაოდენობით), 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2022 წლის მონდიალზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა..
2012 წლიდან უგო ლორისი ლონდონის „ტოტენჰემის“ მეკარეა..