ახალი სეზონიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ესპანეთში ტარდება, მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს – ევროტურნირზე ეროვნული ლიგიდან გასულ სამეულს საქართველოს თასის გამარჯვებული დაემატება და მინი-ტურნირი ჩატარდება ნახევარფინალებითა და ფინალით.
„ამიერიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი შეიცვლება – ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს. ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი. მასში მონაწილეობას ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს თასის გამარჯვებული მიიღებს, რაც ევროსარბიელზე გასულ გუნდებს ევროტურნირების მატჩებისთვის მომზადებაშიც დაეხმარება“, – ითქვა ფეხბურთის ფედერაციაში.
ახალი ფორმატით სუპერთასის გათამაშება ზაფხულში, ევოროთასების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყებამდე გაიმართება. უკვე ცნობილია ნახევარფინალური წყვილებიც – „დილა“ – „დინამო“, „ტორპედო“ – „ბათუმი”.
წყვილში გამარჯვებული გუნდები ფინალში ითამაშებენ დამარცხებულები კი მესამე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.