ესპანეთის სუპერთასის ფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ 3:1 მოუგო და პრიზს დაეუფლა. კატალონიელთა 18 წლის ნახევარმცველმა, გავიმ, ერთი ბურთი თავად შეაგდო, ორიც პარტნიორებს გაატანინა.

ამისდაკვალად, გავი პირველი ფეხბურთელი გახდა 1974 წლის შემდეგ, რომელმაც „კლასიკოში“ „1+2“ შეასრულა. მანამდე ასეთი რამ 49 წლის წინათ იოჰან კრუიფს მოეხერხებინა – ამას ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.

ასევე გავი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ვისაც სუპერთასის ფინალში გაუტანია. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ „კლასიკოში.“

 

Gavi dominates Madrid as Barca shelf Spanish Super Cup title | Daily Sabah