16 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობა იწყება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კორტზე 17-ში გავა და მეტოქედ მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი ეყოლება.
საწყის ტურშივე ტურნირის ერთერთ ფავორიტთან მატჩი ჩვენიანის ბოლოდროინდელი რეგრესის შედეგია – ერთ დროს მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მყოფი ნიკოლოზი, ახლა ასეულთან ახლოს ტრიალებს. თუმცა, ბასილაშვილი – ფრიცის ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა – ორჯერ ქართველმა მოიგო, ორჯერაც ამერიკელმა იმარჯვა.
ბასილაშვილი როცა იგებდა, ფორმაში იყო… შედი, ნიკოლოზ, ფორმაში…