კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მფლობელია, კიდევ ერთ კლუბში აპირებს ინვესტიციის ჩადებას.
კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან. ყველაზე მეტად ისინი „ტოტენჰემით“ დაინტერესდნენ, კომპანიის გენერალური დირექტორი და პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდა ლონდონელ კოლეგა დანიელ ლევის.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამასთან, არაბები ჯერ არ შეხმიანებიან „ლივერპულს“, რომლის აქციებიც ასევე გაიტანეს ბაზარზე.
საინტერესოა, რომ Qatar Sports Investments პსჟ-ის გარდა, პორტუგალიური „ბრაგას“ აქციების 23 პროცენტის მფლობელიცაა.