პსჟ და მამლები

Home აქეთურ-იქითური პსჟ და მამლები
პსჟ და მამლები

Media: Szejkowie mają dość! Rozważają sprzedaż Paris Saint-GermainDaniel Levy's 20 years at Tottenham: How chairman transformed Spurs, by those who worked with him | Evening Standardკომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მფლობელია, კიდევ ერთ კლუბში აპირებს ინვესტიციის ჩადებას.

კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან. ყველაზე მეტად ისინი „ტოტენჰემით“ დაინტერესდნენ, კომპანიის გენერალური დირექტორი და პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდა ლონდონელ კოლეგა დანიელ ლევის.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამასთან, არაბები ჯერ არ შეხმიანებიან „ლივერპულს“, რომლის აქციებიც ასევე გაიტანეს ბაზარზე.

საინტერესოა, რომ Qatar Sports Investments პსჟ-ის გარდა, პორტუგალიური „ბრაგას“ აქციების 23 პროცენტის მფლობელიცაა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.