პარასკევს ქურდებმა „ვალენსიას” მწვრთნელის ჯენარო გატუზოს სახლში სცადეს შეღწევა. როგორც Las Provincias იტყობინება ბოროტმოქმედებს განზრახვაში ხელი უსაფრთხოების სისტემამ და ორმა ძაღლმა შეუშალეს.

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც იტალიელი „მესტალიაზე” იყო და „ჩეებს” „კადისთან” შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. „კადისმა” გაიმარჯვა 1:0.

მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მავანნი „ვალენსიას” წევრის ბინის გაქურდვას ცდილობენ. აგვისტოში ლა ლიგის ერთ-ერთი შეხვედრის დროს უცნობი პირები სამუ კასტილეხოს ბინაში შევიდნენ.

საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

Valencia CF v Cadiz CF - LaLiga Santander