Khvicha Kvaratskhelia of Ssc Napoli lies on the ground during the Serie A match between FC Internazionale and SSC Napoli at Stadio Giuseppe Meazza on...მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია გამოჯანმრთელდა და ფიზიკურად ჩინებულ ფორმაშია, კვარა გადამწყვეტი ფიგურა ჯერ არ არის, — წერს იტალიური პრესა, — ფეხბურთი, რომელიც მან დეკემბრის ამხანაგურ შეხვედრებსა და სერია A-ს განახლებული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ითამაშა, ის არ იყო რასაც ელოდნენ. არადა „კორიერე დელა სერას“ აზრით „ნაპოლის” ძალიან სჭირდება ქართველის ნიჭი, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს გაუჭირდება იმ დონეზე დაბრუნება, რომელზეც სეზონის პირველ პერიოდში იყო.

„რა დაემართა ნეაპოლელების ტალანტს? ტრავმისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გამო მას ორი თვე გაუცდა. გარდა ამისა მის ბინაში ქურდები შეიპარნენ და მანქანის გასაღები მოპარეს, შემდეგ კი მანქანა წაიყვანეს. ეს ამბავი მან ჩუმად გადაიტანა — საცხოვრებელი გამოიცვალა, ფლეგრეიდან პოსილიპოში გადაბარგდა. რასაკვირველია დიდი როლი ითამაშა „ლივერპულთან” შეხვედრის შემდეგ გაძლიერებულმა ზურგის ტკივილებმა: მან მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი შეხვედრა გააცდინა და მხოლოდ საშობაო არდადეგების შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.

კვარაცხელია თბილისშიც ვარჯიშობდა, სადაც ოჯახის მოსანახულებლად იყო ჩასული. ფიზიკურად ის შესანიშნავად არის მზად, მაგრამ შიშებს უნდა სძლიოს. მოედანზე ის სულ მოწინააღმდეგეებით არის გარშემორტყმული, მას ფეხებში ურტყამენ, აქცევენ, მაგრამ დგება, რადგან მწვერვალზე დაბრუნება სურს და სხვა გეგმებიც აქვს. ის მტკიცე ადამიანია. მას თამაში სწყურია, სურს კვლავ გადამწყვეტი ფიგურა გახდეს: კვარაცხელია „ნაპოლის” პურივით სჭირდება”, — წერს საყოველთაოდ ცნობილი იტალიური გაზეთი.